www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-19 - შეხვედრები მოსახლეობასთან

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

სამეგრელო–ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი ხუნწის, ნახუნაოს, სერგიეთის, და აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ასევე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

ადგილობრივებმა სამთავრობო გუნდთან შეხვედრისას, მათთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს და მომავალი წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება, წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.

მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.