www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-17 - ვეტერანის დღე

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსმა როლანდ წულაიამ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა ვეტერანთა საკითხებში ლევან ჭედიშვილმა, სსიპ–ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოგზავნილი სიმბოლური საჩუქრები სამამულო ომის ხანდაზმულ ვეტერანებს გადასცეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ „ვეტერანის დღეს“ და გისურვებთ დღეგრძელობას, მხნეობას და კეთილდღეობას.

      
 
 
2019-10-17 - მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს გამარჯვებული გახდა

„მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი“ ევროპის საბჭოს „ლანდშაფტის პრიზის“ მფლობელი გახდა.

2018 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, მარტვილის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში გამოცხადებულ „ლანდშაფტის პრიზის“ მე-6 სესიაზე წარდგენილ იქნა „მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი“. აღნიშნულ სესიაზე წარდგენილი იყო ევროპის არაერთი ქვეყნის პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა, მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა და სხვა.

ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნს ცნობით საქართველოს მიერ წარდგენილ პროექტს მიენიჭა აღნიშნული ჯილდო, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის, ასევე საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და ინსპირაციის გაზრდაში შეტანილი წვლილის გამო.

დაჯილდოვების და ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართება 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების დაჯილდოვების ფორუმის“ ფარგლებში.