www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-16 - საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში

ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში გაიმართა „ateitis cup”-ის საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში.

„ateitis cup”-ის 2019 წლის U-11–ის გათამაშებაში სულ 33 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოდან მონაწილეობდა ორი გუნდი: მარტვილის „დინამო“ და თბილისის „დინამო“, ასევე მონაწილეთა შორის იყვნენ მანჩესტერ სიტის, ბირმინგემ სიტის, დორტმუნდის ბორუსიას, კიევის დინამოს და სხვადასხვა ქვეყნის ბავშვთა გუნდები.

საქართველოდან მონაწილე ორივე გუნდმა ტურნირში წარმატებით იასპარეზა, ხოლო თბილისის „დინამო“ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ და „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი"-ს მხარდაჭერით და საფეხბურთო აკადემიების დაფინანსებით განხორციელდა.