www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-15 - სამუშაო შეხვედრა მარტვილის მერიაში

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ დირექტორი როზა ჯანაშია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მარტვილის საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ხორავა.

შეხვედრის მონაწილეებს გიორგი ხორავამ ინფორმაცია მიაწოდა სკრინინგის პროგრამის შესახებ. პროგრამის ფარგლებში: ყოველი თვის გარკვეულ დღეებში, 40–და 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს, უფასოდ ჩაუტარდებათ მკერდის კიბოს სკრინინგი, რომელიც ითვალისწინებს ექიმ მამოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაციას, მამოგრაფიას და ექოსკოპიურ კვლევას.

25–დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს ჩაუტარდებათ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. გაუკეთდებათ PAP ტესტი, ექოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კოლპოსკოპია, კოლპოსკოპია ბიოფსიით და პათომორფოლოგიით.

სკრინინგის პერიოდულად ჩატარება ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ადრეულ ეტაპზე კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში მისი სრული განკურნება შესაძლებელია.

სკრინინგი ჩატარდება ქუთაიში წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ და ონკოლოგიურ ცენტრში. ქუთაისში ტრანსპორტირება იქნება უფასო.

სკრინინგის პროგრამით სარგებლობის მსურველები დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნომრებზე: 591 50 23 30 ან 599 41 71 03.

       
2019-10-15 - მარტვილელი სპორტსმენების წარმატება

12–13 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა ტურნირი კიკბოქსინგში K-1 წესებით.

ტურნირში მონაწილეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის სამი მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი, ლუკა პაპავა და ოთარ კეკუტია (მწვრთნელი დათა წულაია).

მარტვილელმა სპორტსმენებმა აღნიშნულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

გამარჯვებულები შესაბამისის ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.