www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-14 - კიწიაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში გულადი ნაროუშვილის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.

ცეცხლი ერთსართულიან სახლს გაუჩნდა. ამ წუთებში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მარტვილის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ორი ეკიპაჟი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს „ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დახმარებას გაუწევს.