www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-30 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ კიწიაში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

კიწიის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 50 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:

პირველი კიწია – ცხაურის მოწყობა და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება, არხის გაჭრა;
პირველი კიწია – არხის გაჭრა და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
პირველი კიწია – არხის გაჭრა და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
მეორე კიწია – მილხიდის მოწყობა და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
მეორე კიწია – ცხაურისა და მილხიდის მოწყობა, სანიაღვრე არხის გაჭრა;
მეორე კიწია – გზის მოხრეშვა დაგრეიდერება;
მეორე კიწია – სასაფლაოსთან სანიაღვრე არხის გაჭრა;
მეორე კიწია – არხის გაჭრა, გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
ნოღა – ცხაურის მოწყობა;
ნოღა – ცხაურის მოწყობა;
ნოღა – სასაფლაოს შემოსაკავებელი მასალის შესყიდვა;
ნოღა – გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
ალერტი – ალერტის სასაფლაოს შემოკავება;
ალერტი – გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
ალერტი – გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება.

ამ ეტაპზე კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.

    
2019-09-30 - ბაღში მოწამული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარტვილის საავადმყოფოში, საბავშვო ბაგა-ბაღში მოწამლული ბავშვები მოინახულა.

მარტვილის № 2 საბავშვო ბაღში 19 აღსაზრდელი მოიწამლა, ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში ინსპექტირებას ახორციელებენ.