www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-29 - კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვა

29 სექტემბერს, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ის მუსიკოსებს იტალიიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან მასპინძლობდა. მონაწილეთა შორის იყვნენ: გიორგი გილიგაშვილი, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, სიცილიური გიტარის დუეტი BLANCO SINACORI; გერმანული საქსაფონის კვარტეტი XENON; კაუნასის მუსიკის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი VMU. 

ფესტივალი გამოირჩეოდა სიურპრიზებით. ფესტივალი საზეიმოდ გახსნა თბილისის დრამ სქულის "მოსიარულე დრამერებმა" მუსიკალური შოუ-პერფორმანსით. ხოლო ფესტივალის დახურვაზე მსმენელს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს ზვიად ბოლქვაძემ და სოფო ბათილაშვილმა.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, გერმანიისა და იტალიის საელჩოების მხარდაჭერით განხორციელდა. ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი - მუსიკოსი შიო აბრახამია, ფესტივალის დირექტორი - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა.