www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-27 - სოხუმის დაცემიდან 26 წელი

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით დეკანოზმა მამა გოჩა ცაავამ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომში მონაწილეებთან და მარტვილის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქების ოდოლანოვის და ჩარნკოვის (პოლონეთი) დელეგაციებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების პატივის მისაგებად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

        
2019-09-27 - სალხინოს სასახლის კამერატა 2019

მარტვილის მუნიციპალიტეტი, სალხინოს დადიანების საშემოდგომო სასახლე, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „სალხინოს სასახლის კამერატა“-ს წელს მეხუთედ მასპინძლობს.

ფესტივალი 27 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი საზეიმოდ გახსნა თბილისის დრამ სქულის "მოსიარულე დრამერებმა" მუსიკალური შოუ-პერფორმანსით. გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გიორგი გიგაშვილი და საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი. შემსრულებელებმა მსმენელს სასიამოვნო საღამო აჩუქეს.

️მონაწილეთა შორის ასევე არიან: სიცილიური გიტარის დუეტი BLANCO SINACORI; გერმანული საქსაფონის კვარტეტი XENON; კაუნასის მუსიკის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი VMU.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, გერმანიისა და იტალიის საელჩოების მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი - მუსიკოსი შიო აბრახამია, ფესტივალის დირექტორი - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ფესტივალი 29 სექტემბერს გალა კონცერტით დაიხურება.