www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-25 - ჭყონდიდლობა 2019

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდლობა” აღინიშნა.

ქალაქის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა).

ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი.

დღესასწაულს სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან ერთად დაესწრო. დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქების ნესვიჟის (ბელორუსია), ოდოლანოვის და ჩარნკოვის (პოლონეთი) დელეგაციები სტუმრობენ.

მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის წინ დაეთვალიერებინათ სახვითი ხელოვნების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები (პედაგოგი ამალია ჭილაია), ასევე გამოფენა მოეწყო გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ. კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა საფეხბურთო ფესტივალი. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო.

ღია ცის ქვეშ ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. ამჟამად მარტვილის ცენტრში მთავარ სცენაზეა ჯგუფი „ერთი მეოთხედი“, შემდეგ კი მარტვილელების განწყობაზე იზრუნებენ გიგა პაპასკირი და მერი მამულაშვილი. ღონისძიებას დაასრულებს გრანდიოზული ფოიერვერკი.

                                                                                     
2019-09-25 - „ჭყონდიდლობის“ ღონისძიების დასკვნითი კონცერტი

მარტვილში „ჭყონდიდლობის“ აღსანიშნავად გალა კონცერტი გაიმართა.

დასკვნით ღონისძიებაზე მარტვილელებს ჯგუფმა „ერთი მეოთხედი“, გიგა პაპასკირმა და მერი მამულაშვილმა უმღერეს. 

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.