www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-19 - 2019 წლის ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -’’ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება.

2019 წლის ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა:

10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში;
11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
12:00 საათიდან – საბავშვო ბაღების და სკოლების მიერ ორგანიზებული ღონისძიება;
13:00 საათიდან – სპორტული ღონისძიებები სასპორტო სკოლის ეზოში;
14:00 საათი – საფეხბურთო ფესტივალი საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე;
15:00 საათი - ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;
18:00 საათი – ჯგუფი „ერთი მეოთხედი“;
20:00 საათი – გიგა პაპასკირი & მერი მამულაშვილი.

მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, ასევე გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკაში და კულტურის სახლის მიმდიებარე ტერიტორიაზე. დაესწროთ სპორტულ–სანახაობრივ ღონისძიებებს ქალაქის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში, საზეიმო კონცერტი ღია ცის ქვეშ, ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
ღონისძიებას დაასრულებს გრანდიოზული ფოიერვერკი.

2019-09-19 - ფერეიდნელი ქართველები მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ 400 წლის წინ შაჰ–აბასის მიერ საქართველოდან ფერეიდანში იძულებით გადასახლებული ქართველების შთამომავლები.

ფერეიდნელ ქართველებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად ჭყონდიდის ეპარქიაში უმასპინძლა.

ფერეიდნელმა ქართველებმა 31 დღიანი მოგზაურობის შემდეგ საქართველომდე ფეხით მოაღწიეს. მათ საქართველოში დაბრუნება დიდგორობის დღესასწაულს მიუძღვნეს, რითაც სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.