www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-16 - ახალი სასწავლო წელი დაიწყო

16 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან ერთად სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში 400-მდე პირველკლკასელი დარეგისტრირდა.

ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.

სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული ინჩხურის საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო. ალექსანდრე მოწერელიამ ასევე დაათვალიერა მშობლიური №1 საჯარო სკოლა და ახლად რეაბილიტირებული ბალდის საჯარო სკოლა. ბალდის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადს, შესასვლელს, ასევე მოეწყო ოთახის ტიხრები, იატაკი და ჭერი. პროექტის ღირებულებამ 101 876 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, სახურავებს, გამოიცვალა კარები, ფანჯრები და იატაკი, მოწესრიგდა წყალმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.