www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-15 - ალექსანდრე გრიგალავამ საჯარო სკოლები დაათვალიერა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ნუგზარ ცანავასთან ერთად საჯარო სკოლებში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, სახურავებს, გამოიცვალა კარები, ფანჯრები და იატაკი, მოწესრიგდა წყალმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.

მარტვილში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.