www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-14 - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პროექტები დაათვალიერა

სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ნუგზარ ცანავასთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის №1 და თამაკონის საჯარო სკოლები, ასევე დოშაყეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

დიდი ჭყონის №1 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებს. მოეწყო ხის იატაკი და კარები, ასევე კედლები და ჭერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტ დარბაზის მოწყობის სამუშაოები.

თამაკონის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 34 155 ლარი შეადგინა. მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (II ეტაპი). პროექტის ფარგლებში დაიგება 4 000 მეტრი ასფალტობეტონის და ცემენტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობას. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს.

დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.