www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-13 - დოშაყეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (II ეტაპი).

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება 4 000 მეტრი ასფალტობეტონის და ცემენტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს.

პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტში დასრულდება.

დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

      
2019-09-13 - სეს-ს მანქანა-ლაბორატორია მარტვილში

სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური მანქანა-ლაბორატორია, აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დასაცავად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის სალხინოს და ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურა.

ადგილზე შემოწმდა მოსახლეობის მიერ მოტანილი ხილ-ბოსტნეულის ნიმუშები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

საინფორმაციო შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია საველე სამუშაოებისათვის საჭირო უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით.

მობილური ლაბორატორიის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, ადგილზე შეამოწმოს მცენარეების ნიმუშები და მავნებლების ან სხვა დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს ფიტოსანიტარი სპეციალისტებისგან მიიღოს რეკომენდაციები საკარმიდამო ნაკვეთებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანია მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების მიღება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის სისტემის გაძლიერება.

     
2019-09-13 - პროექტი „მომავლის მარტვილი“

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით პროექტი „მომავლის მარტვილი“ ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აბიტურიენტებს, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.

შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, კულტურის სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ექიმები, პედაგოგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე. უფროსმა თაობამ ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ისაუბრეს სხვადასხვა პროფესიაზე. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტის მიზანია აბიტურიენტების, სტუდენტების და დასაქმებული ახალგაზრდების გაცნობა, დაახლოება, აზრებისა და გამოცდილების გაზიარება. ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობების მიცემა ფართო საზოგადოების წინაშე გააჟღერონ თავიანთი იდეები, სურვილები და შესაძლებლობები.