www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-12 - სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები

მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად ტალერის, ლეცავეს, ბალდის, ზედა ნაგვაზაოს და მუხურჩის საჯარო სკოლები დაათვალიერა.

ტალერის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავს, კარ–ფანჯრებს, ჭერს და საპირფარეშოს. პროექტის ღირებულება 61 275 ლარს შეადგენს. კარებისა და იატაკის გამოცვლის სამუშაოები განხორციელდა მუხურჩის საჯარო სკოლაში. ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება ბალდის საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადს, შესასვლელს, ასევე მოეწყო ოთახის ტიხრები, იატაკი და ჭერი. პროექტის ღირებულება 99 964 ლარს შეადგენს.

ლეცავეს საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. ჯამში მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, სახურავებს, გამოიცვალა კარები, ფანჯრები და იატაკი, მოწესრიგდა წყალმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.

მარტვილში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.