www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-11 - ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაგვაზაოში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა კომლთა რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

ნაგვაზაოს ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 42 000 ლარი. მოსახლეობის მიერ შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა სამუშაოები, კერძოდ:

ზედა ნაგვაზაო – კულტურის სახლის ეზოში შესასვლელი კარის რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა;
ზედა ნაგვაზაო – მოსაცდელის მშენებლობა;
ლეკვანტალიანე – სასაფლაოს შემოღობვა და გარე–განათების მოწყობა;
ლეკვანტალიანე – ბოგირის მოწყობა;
ქვედა ნაგვაზაო – სასაფლაოს წინა მხარის შემოკავება, მოხრეშვა და გარე–განათების მოწყობა.

ამ ეტაპზე ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.