www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-05 - 1954 წლის 5 სექტემბერს დაღუპულთა გახსენება

1954 წლის 5 სექტემბერს ბანძის საჯარო სკოლის 5 პედაგოგი და 14 მოსწავლე ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაიცვალა. ამ ტრაგედიიდან 65 წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დეკანოზმა მამა გიორგი ბასილაიამ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მურმან წოწორიამ, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ელისო კოტიამ და სკოლის პედაგოგებმა დაღუპულების პატივსაცემად ბანძის საჯარო სკოლაში და სალხინოში (შემთხვევის ადგილზე) მემორიალი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს დღე.

ბანძის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი პედაგოგის, იოსებ ჯიქიას სახელობისაა.