www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-22 - მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგვაზაოს, ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, საქართველოს პარლამეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ასევე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა.

მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.