www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-20 - აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“

20 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა.

აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.

აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო.

უანგარო დონორობის აქცია შ.პ.ს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას და აქციის ყველა მონაწილეს შ.პ.ს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.