www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-15 - თამაკონის სკოლაში სველი წერტილის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამაკონის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 31 601 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შ.პ.ს „ლაზი“ ასრულებს.

თამაკონის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.