www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-13 - შეხვედრა მოსახლეობასთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ნიკოლოზ გაგუასთან, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კიწიის, დიდი ჭყყონის და კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ასევე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა.