www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-12 - ოთარ დანელიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

მარტვილი–აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ქალაქ მარტვილში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო–სამაშველო შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომლის ღირებულება 1 780 000 ლარს შეადგენს. ასევე აქტიურ ფაზაშია აბედათში გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის და ლებარდეს გზის სამშენებლო სამუშაოები.

ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები აბედათის, კურზუს და ტალერის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

                
 
2019-08-12 - დოშაყეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (მეორე ეტაპი).

მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება 4 000 მეტრი ასფალტობეტონის და ცემენტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს.

პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტში დასრულდება.

დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.