www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-09 - მარტვილში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა განხორციელდა

აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა, მარტვილის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლები:

ქალაქი მარტვილი; აბედათი; დიდი ჭყონი; ვედიდკარი; მეორე კიწია და სალხინო.

შეწამვლით ღონისძიებებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები გაეცნენ.

ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე გაორმაგებული რაოდენობით, ფერომონების განთავსება მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომობით იგეგმება.

ღონისძიებების დაწყების შესახებ, მოსახლეობას შეტყობინება გზავნილების სახით, 24 საათით ადრე ეგზავნებათ.

დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 111 180 ჰა ფართობი; ცივი შესხურების მეთოდით 22 303.15 ჰა ფართობი, სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 36 800 „მოიზიდე და გაანადგურე“ და 3 074 მონიტორინგის ფერომონი.

მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იხილეთ www.parosana.ge

 

       
2019-08-09 - დიდ ჭყონში სასწრაფოს მშენებლობა დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება148 461 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ მურმან ერქვანია ასრულებს.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრის სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.