www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2019-07-30 - მარტვილში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სველ წერტილებს, სახურავებს, გამოიცვლება კარები, ფანჯრები და იატაკი, მოწესრიგდება წყალმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსანდრე ხურცილავამ და აკაკი ხუნწელიამ მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან პაშა გულორდავასთან, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მარტვილში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.