www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2019-07-25 - ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა

22–25 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის რაინდთა დასის ორგანიზებით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა მარტვილის, ხონის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ბელორუსიის და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

ფესტივალის გახსნის და დახურვის ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდა.

ღონისძიების ბოლოს ფესტივალის ყველა მონაწილე ანსამბლს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფეიერვერკით დაიხურა.