www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2019-07-22 - ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა

22 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. 
ღონისძიებაში მონაწილეობა ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს. 
მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. ფესტივალის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლევან წულაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა. 
ფესტივალი გრძელდება ხონის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტებში. ღონისძიების საზეიმო დახურვა მარტვილში 25 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.