www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2019-07-16 - შეხვედრა ფონდ „აფხაზინტერკონტი“–ს წარმომადგენლებთან

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, 2019 წლიდან პროექტის „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისთვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ფონდ „აფხაზინტერკონტი“–ს წარმომადგენლებმა გიორგი ცხვედიანმა და მიხეილ ელბაქიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების წინაშე წარმოშობილი სირთულეების დაძლევასა და საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციისათვის რელევანტური სერვისების შეთავაზება (დასაქმების, პროფესიული უნარების განვითარების და სამედიცინო მომსახურების კუთხით).

პროექტი ითვალისწინებს: 
სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია; 
საშემოსავლო ბიზნეს პროექტების დაფინანსება, შემოსავლის წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; 
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.

პროექტში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა ერთ წელზე მეტი ვადით, არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდა განაცხადი თავშესაფარის მიღებაზე ან სარგებლობდა თავშესაფრით და მისი სამშობლოში დაბრუნებიდან არ არის გასული ერთი წელი. პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://aic.org.ge/ ტელფონი: 593 30 79 69; 598 71 07 77.

       
2019-07-16 - ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“

22-25 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

22 ივლისი 16:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 19:00 საათი – ხონი. საფესტივალო პროგრამა ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად;
23 ივლისი 18:00 საათი – აბაშა. ფესტივალის მეორე დღე;
24 ივლისი 18:00 საათი – ფოთი. ფესტივალის მესამე დღე;
25 ივლისი 20:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო დახურვა.