www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-28 - სამუშაო შეხვედრა ტურიზმის საკითხებზე

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია თანამშრომლებთან ერთად, სამეგრელო–ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) წარმომადგენლებს ალექსანდრე დოლბაიას, ედიშერ ბაღათურიას და ედუარდ ფარცვანიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე და ახალ გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ის პრიორიტეტები, რომლებიც მარტვილის პოპულარიზაციას და უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

      
 
2019-06-28 - სოციალური დახმარების კომისიის სხდომა

28 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კომისიის თავმჯდომარემ აკაკი ხუნწელიამ, კომისიის წევრებთან ერთად შემოსული განცხადებები განიხილა.

მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი ფულადი დახმარება:
ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამით დაფინანსდა 16 ახალშობილი – 4 000 ლარით;
მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაეწია 46 ბენეფიციარს – 18 434 ლარი;
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გაეწია 3 ოჯახს – 2468 ლარი.

   
2019-06-28 - შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებებზე, ჯანდაცვის და განათლების საკითხებზე. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს აკაკი ხუნწელიას და მერიის გენდერულ თანასწორობის საკითხებში სპეციალისტს დარეჯან სხულუხიას გაესაუბრნენ. საუბარი შეეხებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას გენდერული კუთხით, ასევე ამ კუთხით გაწეულ და გასაწევ აქტივობებს.