www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-27 - აბედათში გზის მშენებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერ

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროს ირაკლი თოფურიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ირაკლი ჯიქიასთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან მალხაზ თორიასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება 4 537 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, წყალმიმღები ცხაური, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.

პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტის თვეში დასრულდება.

აბედათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

        
2019-06-27 - N 2 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ზეიმი გაიმართა

27 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ N 2 საბავშვო ბაღში 5–6 წლიანთა ჯგუფმა „გვირილამ“ გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ალექსანდრე გრიგალავა, სკოლამდელ საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ირმა გაბისონია, ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ.

ბაღის აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე ქართველი პოეტების შემოქმედებასთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ. პატარებმა თავიანთი თეატრალური და არტისტული უნარებით საზეიმო განწყობა შექმნეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და ბავშვებს სკოლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.

ღონისძიების ბოლოს აღსაზრდელებს სამახსოვრო ალბომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.