www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-25 - 9 აპრილი – ხუნწის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან ერთად, ქალაქ მარტვილში, 9 აპრილის ქუჩიდან ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება 2 697 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გრუნრის კუვეტები, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.

პროექტის ღირებულება 547 023 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ასრულებს.

ქალაქ მარტვილში 9 აპრილის ქუჩიდან ხუნწის მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.