www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-17 - ეკოტურიზმის განვითარება მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ფონდი „კავკასიის ეკოლოგიის“ წარმომდგენლებმა მანანა დევიძემ და ნონა სხულუხიამ პროექტ „ეკოტურიზმის ქსელის განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა, აკაკი ხუნწელია, მერიის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

პროექტი ითვალისწინებს ეკოტურიზმის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში, რაშიც მარტვილის მუნიციპალიტეტიც ჩართულია. პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მცირე მასშტაბის ინვესტირება ეკოტურიზმის განვითარებისათვის, კერძოდ ველოსიპედის და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე საინფორმაციო დაფების და საინფორმაციო რუკების მოწყობა.

პროექტის მიზანია მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, ახალი ტურისტული მარშუტების დაგეგმვა, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს მუნიციპალიტეტი ტურისტებისთვის.

        
2019-06-17 - მარტვილში ოლიმპიური დღე აღნიშნეს

17 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტში „ოლიმპიური დღე“ აღნიშნეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის და საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით და სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით „ოლიმპიური დღის“ ფარგლებში მძლეოსნური გარბენი გაიმართა.

გარბენში საფეხბურთო სკოლის და კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ თასებით და დიპლომებით დააჯილდოვა. ასევე ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა.