
სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ირაკლი ჯიქიასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და მერის მოადგილეებთან ერთად დიდი ჭყონისა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა.
14 ივნისს, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დიდი ჭყონისა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დააზიანა სიმინდის ყანები, ხეხილის ბაღები, თხილის ფართობები და ვაზი, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისია მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის.