www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-14 - სამუსიკო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები. მონაწილეები მაყურებლის წინაშე საესტრადო, ხალხური და კლასიკური ნაწარმოებებით წარსდგნენ.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რობერტ კოტია, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი დარეჯან სხულუხია, მოწვეული სტუმრები და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნულ კონკურსში მოპოვებული დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

                             
 
 
2019-06-14 - სტიქია მარტვილში

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა დიდი ჭყონის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. კერძოდ დაზიანდა სიმიდის ყანები, ხეხილი, თხილის ფართობები, ვაზი, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია.