www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-13 - საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში

ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეში, კომპანია არემჯის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში K-1-ის წესებით.

ტურნირში საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანის და სომხეთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ ჩემპიონატში 32 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლემ ნიკა ბაღიშვილმა, ხოლო 44 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა თენგიზ ბერიშვილმა (მწვრთნელი დათა წულაია).

გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

      
2019-06-13 - მარტვილში ფართობების თერმული ნისლით დამუშავება მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ტალერის, ვედიდკარის, დიდი ჭყონის, კიწიისა და აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.

მარტვილის მუნციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად წამლობით ღონისძიებებს დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნო.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, თერმული ნისლით წამლობის შესახებ, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა. მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ასევე ჩართულნი არიან მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

აღსანიშნავია, რომ თერმული ნისლით ღონისძიებები, მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით დაიგეგმა და საჭიროების შემთხვევაში მანამ გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge