www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-08 - ტრენინგი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში

6–8 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, სამდღიანი ტრენინგების სერია - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ გამართა.

ტრენინგის ხელმძღვანელმა სანდრო სორდიამ ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები.

ტრენინგებს ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო რგოლის წარმომადგენლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ტრენინგი, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად.