www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-05 - ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“– ში, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

ჩემპიონატში მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ორგანიზაციებისგან შემდგარი შვიდი გუნდი მონაწილეობდა.

ჩემპიონატი საინტერესოდ წარიმართა. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 
პირველი ადგილი მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლამ დაიკავა, 
მეორე ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი გავიდა,
ხოლო მესამე ადგილი მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტის გუნდს ერგო.

გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.