www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
 
2019-06-03 - ინჩხურის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიდი ინჩხურის გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება 2 286 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გრუნრის კუვეტები, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში, გზის დამცავი გაბიონი.

პროექტის ღირებულება 914 628 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს „არქეოპოლისი“ ასრულებს.

ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.