www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
ჩვენ შესახებ: ზოგადი სტატისტიკა

ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი მარტვილი

ფართობი - 880,6 კმ2 
კლიმატი - ნოტიო სუბტროპიკული 
ქალაქი - 1
სოფელი - 20 
მანძილი თბილისამდე - 279 კმ 
მანძილი ზუგდიდამდე - 80 კმ 
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 70 კმ 
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა 
უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი, კოპიტნარი - 40 კმ 
ქალაქის მოსახლეობა - 6696 
სოფლის მოსახლეობა - 40637
მოსახლეობა  - 47333 კაცი 
მათ შორის: 
ქალი - 24915
კაცი - 22418
მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა: 
1) ქართველი - 99,5 % 
2) რუსი - 0,3 % 
3) აფხაზები - 0,1%
4) სხვა დანარჩენი - 0,1 % 
წყლის ძირითადი არტერიები: 
1). მდ. აბაშა, მდ. ინჩხია, მდ. ტეხურა 
2). მიწისქვეშა წყლები, არტეზიული ჭები 
მუზეუმები: 
გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ქ. მარტვილი
სოფლის მეურნეობა: 
მარტვილის მუნიციპალიტეტში სოლის მეურნეობის ძირითადი დარგების მემარცხვლეობა და მეცხოველეობა.  სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 37613 ჰექტარს, მათ შორის 11254 ჰა სახნავი მიწებია, 12137 ჰა საძოვარი,  მრავალწლიანი ნარგავები 4995 ჰა. 
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს.  მრავალწლიანი ნარგავებიდან - თხილსა სუბტროპიკულ ხურმას. არსებობს დიდი რესურსი ჩაისა და ხილის წარმოებისათვის.
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი საშენი მასალებით, კირქვით.
საავტომობილო გზების სიგრძე: 
სახელმწიფო მნიშვნელობის გზა: 124.6კმ 
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა: 248კმ 

საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს  კურორტი „ლებარდე“ . იგი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. კურორტს ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკური დაავადებანი. საკურორტო სეზონი ივნისი-ოქტომბერი. ინფრასტრუქტურა მოსაწყობი.


ასევე იხილე კატეგორიაში - ჩვენ შესახებ: