www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
კულტურა და სპორტი: მუზეუმები

 გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  

მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა). მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები: ლადო გუდიაშვილის ”სამაია”, ელენე ახვლედიანის ”ჩვენი სოფელი”, აგრეთვე მოსე თოიძის, რობერტ სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას, ნამუშევრები, ირაკლი ოჩიაურის, ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.

 

 

დაფუძნების თარიღი: 1957 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 1791 კვ/მ, საექსპოზიციო - 256 კვ/მ, საფონდო - 250 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 55 064 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: სახელმწიფო
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ისტორიული
ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის: უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი
სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანიზაცია: მარტვილის რაიონის გამგეობა
მისამართი: 3100, მარტვილი, გივი ელიავას ქ. 4
ტელეფონი: (+995 418)221238, (+995 99) 55 44 37
მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა, 10 სთ-დან - 16 სთ-მდე

 

შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისთვის - 0,50 ლ., ბავშვებისათვის -0, 20 ლ., სტუდენტებისათვის - 0,20 ლ., საექსკურსიო მომსახურება - 2,50 ლ.


ასევე იხილე კატეგორიაში - კულტურა და სპორტი: