განცხადება ტენდერის ჩატერების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ.¹10) აცხადებს ტენდერს 6 ლოტად ხიდ-ბოგირების მშენებლობა- შეკეთებაზე(რეაბილიტაციაზე) სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს. 1. ლოტი-1. მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონი - სენაკის საავტომობილო გზაზე (თარგამეულში გადასასვლელ გზაზე) მდ. ტეხურზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ლოტი –2. მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონი - კიწიის საავტომობილო გზაზე მდ. ჩხოუშიაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ლოტი –3. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალდაში მდინარე ჩერის ხიდის სარესბილიტაციო სამუშაოები. ლოტი –4. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.გურძემში მდ. გურძემიაზე საცალფეხო ხიდის სამშენებლო სამუშაოები. ლოტი -5. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. თამაკონის თარგამეულის უბანში სწორკუთხა მილის (ხვრ. 4.0X2,5მ) რეაბილიტაცია. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. თამაკონის შკანთის უბანში 2 ცალი ბოგირის აღდგენით სამუშაოებზე. ლოტი -6. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ნალეფსაოსთან მდ. აბაშაზე ლითონის ხიდის რეაბილიტაცია. სამუშაოების შესრულების ვადა 5 თვე. 1. სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარმოდგენილი დალუქული კოლნვერტის სახით ერთ ეგზემპლიარად (დედანი) სატენდერო კომისიის აპარატში შემდეგ მისამართზე: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. ¹ 10 მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ტელ: 890801580. 2. სატენდერო დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელი იქნება სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ მოთხოვნისთანავე, 2009 წლის პირველი მაისიდან, 2009წ. 23 მაისამდე. 3. სატენდერო მოსაკრებლის რაოდენობა შეადგენს 200 (ორას) ლარს. სატენდერო მოსაკრებლის საბანკო რეკვიზიტებია: ხაზინის ერთიანი ანგარიში 200122900, საქართველოს ეროვნული ხაზინა 220101222, სახაზინო კოდი 300353174. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციებს: იურიდიული პირებისათვის: 1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის იურიდიული სტატუსი და რეკვიზიტები( მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები). 2. ამონაწერი სამეწარმო რეესტრიდან. 3. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა. 4. ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, რომ მისი მისამართით არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ფიზიკური პირებისათვის: 1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები( გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები). 2. ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ ფიზიკური პირი ქმედუნარიანია. როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის: - საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არქონის შესახებ. - ცნობა სასამართლოდან გაკოტრებისა ან სანაციის საქმის წარმოების შესახებ. - ინფორმაცია ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ. - პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესრულებული ამ ტენდერის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 70%.ააღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ, დამკვეთისა და სახელშეკრულებო ღირებულების მითითებით. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება თითოეულ ლოტზე. შესაბამისად, რამოდენიმე ლოტში მონაწილეობის შემთხვევაში მოთხოვნილი მოცულობა გაიზრდება ლოტების ღირებულების პროპორციულად. - სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით. წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას. - ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით (აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებისას). საკვალიფიკაციო შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებთან შედარების საფუძველზე. ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირი გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, დასახელდება გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენს საუკეთესო პირობებს, ზემოთ ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო დოკუმენტს და ისინი არ აღმოჩნდება ყალბი. - სატენდერო წინადადება გაიხსნება მონაწილეთა წარმომადგენლებისა და ყველა იმ პირის თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებს დასწრებას ქვემოთ მოცემულ მისამართზე 2009წ. 23 მაისს, 15სთ-ზე. ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ.¹10, მარტვილის მინიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზი. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სატენდერო კომისიის აპარატს, ტელ: 890801580. სახელმწიფო შესყიდვები რეგულირდება საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”. |