საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

ზაზა რუხაია



მობილური: 899 542212
მისაღები: 8(218) 21557; 899 648566
ფაქსი: 8(218)21240
მიღების დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი


ბიოგრაფია
ზაზა რუხაია დაიბადა 1963 წლის 5 აგვისტოს მარტვილის რაიონის სოფ. ხუნწში.
1969 წელს შევიდა მარტვილის რაიონის სოფ. ლეციცხვაიეს საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1979 წელს.
1981 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1989 წელს ქირურგის სპეციალობით. 1989-90 წლებში მუშაობდა ქირურგად ქალაქ თბილის მე-7 კლინიკურ საავადმყოფოში.
1990 წლიდან დაიწყო მუშაობა მარტვილში, ხუნწის საექიმო აბულატორიის გამგედ, პარალელურად მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად. 1994 წლიდან მუშაობს ,მარტვილის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ, რაიონის მთავარ ქირურგად.
2003 წლის დეკემბერში დაინიშნა მარტვილის რაიონის გამგებლად, სადაც იმუშავა 2006 წლის ოქტომბრამდე.
2006 წლის შემოდგომაზე აირჩიეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე და შვილი.