საკრებულოს თავმჯდომარე:

ზაალ გოროზია

მობილური:  877 778787
მისაღები: 8(218) 21557; 899 648566
ფაქსი: 8(218)21240
ელ. ფოსტა: zaalgorozia@rambler.ru
მიღების დღეები:  ოთხშაბათი-ხუთშაბათი

მოგესალმებით კოლხეთის უძველესი კუთხიდან.
მარტვილი ოდითგანვე დასავლეთ საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. იგი სულიერებითაც პირველობდა.
წარმართული ხანის სალოცავის ადგილას VII საუკუნეში აიგო ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ხოლო შემდგომ სამონასტრო კომპლექსი, აქაურ მღვდელმთავრებს ჭყონდიდლებს უწოდებდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ,,აღმზრდელი და თანააღზრდილი” უპირველესი ვეზირი გიორგი ჭყონდიდელი გალხდათ.
რაც შეეხება დღევანდელობას, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს.
ასე, რომ მობრძანდით გელით მარტვილში.

 

ბიოგრაფია
ზაალ გოროზია დაიბადა 1976 წლის 3 ივლისს ქალაქ მარტვილში.
1993 წელს დაამთავრა ქ. მარტვილის #2 საშუალო სკოლა.
1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2001 წელს სამართალმცოდნის სპეციალობით.
2001 წელს დაინიშნა მარტვილის საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად, სადაც მუშაობდა 2003 წლამდე.
2003-2006 წლებში დაინიშნა და მუშაობდა მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილედ.
2006 წლის ნოემბერში არჩეულ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად და საკრებულოს თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და შვილი.