| გამგებლის მოადგილეები: |
გამგებლის პირველი მოადგილე
ზვიად ბურჭულაია
მობილური :877959222
მისაღები: 8(218)21557
ფაქსი: 8(218)21240
მიღების დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი
ბიოგრაფია
ზვიად ბურჭულაია დაიბადა 1963 წლი 20 მარტს მარტვილის რაიონის სოფ. გაჭედილში.
1980 წელს დაამთავრა სოფ. ბალდის საშუალო სკოლა
1982 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1987 წელს ეკონომიკა-კიბერნეტიკის სპეციალობით.
2004 წელს დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1987-88 წლებში მუშაობდა მარტვილის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში.
1989-90 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ გეგეჭკორის რაიკომის ინსტრუქტორად.
1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული კავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ;
1991 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა მარტვილის პრეფექტურის ეკონომიკურ-ანალიტიკური პროგნოზირების განყოფილების გამგედ;
1992 წლის 12 მარტს გადაყვანილ იქნა ადგილობრივი მმართველობის გამგეობაში პრივატიზაციის განყოფილების გამგედ;
1992 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ;
1993 წლის 10 ნოემბერს დაინიშნა მარტვილის აგრომრეწველობის განყოფილების სპეციალისტად;
1996-99 წლებში მუშაობდა გამგეობის ეკონომიკური განყოფილების გამგედ.
1999 წელს არჩეულ იქნა რაიონის საკრებულოში;
2002 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სოფ. გაჭედილის საკრებულოს თავმჯდომარედ.
2006 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილედ.
2006 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა გამგებლის პირველ მოადგილედ.
2008 წლის 8 აგვისტოს გადაყვანილ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე - თეონა თოდუა.
გამგებლის მოადგილე
ვლადიმერ ჩიქოვანი

მობილური: 877 285522
ფაქსი: 8(218)21240
მიღების დღეები: სამშაბათი-პარასკევი
ბიოგრაფია
ვლადიმერ მურმანის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1974 წლის 28 სექტემბერს მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში.
1991 წელს დაამთავრა სოფელ ლეხაინდრაოს საშუალო სკოლა.
1992 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს ზოგადი ექიმის კვალიფიკაციით.
2002 წელს მუშაობა დაიწყო ონოღიის სოფლის ამბულატორიის გამგე-ექიმად, ამავე დროს იყო შ.პ.ს. „მარტვილის საავადმყოფოს“ სასწრაფო დახმარების განყოფილების მორიგე ექიმი.
2003 წელს მუშაობდა შ.პ.ს.“მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურ 03“-ის მორიგე ექიმად.
2003 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
2008 წლიდან დღემდე მუშაობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. არის დასაოჯახებელი.