გამგებელი:

მამუკა დანელია

მობილური: 877 209955
მისაღები: 8(218)21557, 899648566
ფაქსი: 8(218)21240
ელ. ფოსტა: mamuka_d@yahoo.com
მიღების დღეები: ორშაბათი-პარასკევი

მარტვილის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი პროექტები საკმაოდ წარმატებით ხორციელდება, სამუშაოები დღესაც გრძელდება.
უდიდესი სიხარული გეუფლება ადამიანს, როდესაც ხედავ როგორ ემატება გარემოს ახალი კონტურები, ახალი შტრიხები, მშვენდება და ლამაზდება შენი მშობლიური კუთხე.
სულიერი და ეკონომიკური წინსვლა ხალისს გმატებს, გიათკეცებს შეგრძნებას იმისა, რომ შენს ქვეყანას შეუძლია განსაცდელსაც გაუძლოს და ამასთანავე სიტყვა თქვას ნათელი მომავლის საგარანტიოდ.
მოდი, ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ქართველი ხალხის ბედნიერ მომავალს. ძალა ერთობაშია!

ბიოგრაფია
მამუკა დანელია დაიბადა 1961 წლის 15 ნოემბერს მარტვილისმუნიციპალიტეტის სოფ. ლეხაინდრაოში
განათლება:
1977 წელს დაამთავრა მარტვილის რაიონის სოფ. ლეხაინდრაოს საშუალო სკოლა;
1977-1982წ.წ. - თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი - სპეციალობით რადიომაუწყებლობა და რადიოკავშირგაბმულობა;
1990-1992წ.წ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლა - სპეციალობით წარმოების მართვის ორგანიზაცია.
სხვა კვალიფიკაცია:
1996 წ. - შვეიცარია, ბერნი. მარკეტინგის დირექტორების ტრენინგი;
1997 წ. - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია. კომუნიკაციის მენეჯერების სწავლება;
2001 წ. - უნგრეთი, ბუდაბეშტი. მარკეტინგის დირექტორების ტრენინგი.
სამუშაო გამოცდილება:
2006 წლის დეკემბრიდან მუშაობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლად;
2006 წ. - ქ. თბილისის ფოსტამტის უფროსის მოადგილე;
2003-2004 წ.წ. - შ.პ.ს. „საქართველოს ფოსტის“ მარკეტინგის დირექტორი;
2001-2003 წ.წ. - შ.პ.ს. „საქართველოს ფოსტის“ მარკეტინგის გენერალური დირექტორის თანაშემწე;
2001 წ. - შ.პ.ს. „საქართველოს ფოსტის“ საზოგადოებრივი მდივანი;
1995-2001 წ.წ. - შ.პ.ს. „საქართველოს ფოსტის“ მარკეტინგის დირექტორი;
1994-1995წ.წ. - კავშირგაბმულობის სამინისტროს საფოსტო კავშირის საერთაშორისო ანგარიშსწორების ცენტრის უფროსის მოადგილე;
1993 წ. - მარტვილის აგროსამრეწველო სამმართველოს უფროსის მოადგილე;
1990-93წ.წ. - მარტვილის ჩაის საწონი ფაბრიკის დირექტორი;
1985-90წ.წ. - მარტვილის კომკავშირის რაიკომის პირველი მდგივანი;
1985 წელი - მარტვილის კომკავშირის რაიკომის მეორე მდივანი.
1982 წელი - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.