| რელიგია: |
ჭყონდიდის ეპარქია (მარტვილი, აბაშა)

ეპარქიის რეზიდენციის მისამართი: ქ. მარტვილი , მარტვილის ქ.№28
მეუფეს სახელი გვარი: ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა)
http://www.martvilismonasteri.org/
მოქმედი ეკლესიები:
მარტვილის ღვთისმშობლის მიძიების სახელობის ტაძარი - სამონასტრო კომპექსი - VII ს.
ნახარებაოს წმ. გიროგის სახელობის ეკლესია - XVIII ს.
სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია - XVIII ს.
კიწია-ალერტის ეკლესია - XVIII ს.
სალხინო-წაჩხურუს ეკლესია- XVIII ს.
აბედათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია- XVII-XVIII ს.
ბომბოთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - XVIII ს.
სერგიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - XIX ს.
ნაჯახაოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია- XVIII ს.
ნაგებერაოს მწ. გიორგის სახელობის ეკლესია- XVII ს.
წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია - ბარბარეს კარი - XVII ს.
თამაკონის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია - XVII ს.
ზედა ხუნწის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (რესტ) - XVIII ს.
ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია- XVIII ს.
ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - XX ს.
ნაფოსტარის ივერის მწ. მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია – XXI ს.
საელიაოს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია - დედათა მონასტერი - XX ს.
მარტვილის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია - XXI ს.



„ჭყონდიდობა“- დღესასწაული მარტვილში
25 სექტემმბერი წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესისა და საქართველოს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მოძღვრის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე ბრწყინვალედ აღინიშნება სრულიად საქართველოში. ეს დღე ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მარტვილელთათვის.
2008 წლის ჭყონდიდობის დღესასწაული განსაკუთრებული იყო, რადგანაც მარტვილს სტუმრობდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. პატრიარქმა წირვა აღავლინა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.
მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაულს ესწრებოდნენ უმაღლესი სტუმრები, როგორც სასულიერო პირები, ისე ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ამ დღეს მარტვილში საზეიმოდ გაიხსნა მრავალი ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი. ქალაქის ცენტრში მოეწყო ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ხოლო მარტვილის კულტურის სახლში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „საქართველოს გამარჯვება დამილოცე ღმერთო“.
მიუხედავად ჩვენი ქვეყნისათვის მძიმე დღეებისა, ჭყონდიდობამ მარტვილში საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.