| ჭჟონდიდობა: |
დღესასწაული მარტვილში

25 სექტემმბერი წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესისა და საქართველოს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მოძღვრის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე ბრწყინვალედ აღინიშნება სრულიად საქართველოში. ეს დღე ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მარტვილელთათვის.
2008 წლის ჭყონდიდობის დღესასწაული განსაკუთრებული იყო, რადგანაც მარტვილს სტუმრობდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. პატრიარქმა წირვა აღავლინა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.
მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაულს ესწრებოდნენ უმაღლესი სტუმრები, როგორც სასულიერო პირები, ისე ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ამ დღეს მარტვილში საზეიმოდ გაიხსნა მრავალი ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი. ქალაქის ცენტრში მოეწყო ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ხოლო მარტვილის კულტურის სახლში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „საქართველოს გამარჯვება დამილოცე ღმერთო“.
მიუხედავად ჩვენი ქვეყნისათვის მძიმე დღეებისა, ჭყონდიდობამ მარტვილში საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.

