კულტურის ცენტრი:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- მარტვილის  მუნიციპალიტეტის   კულტურის ცენტრი


ხელმძღვანელი: გივი (გია) ელიავა
მისამართი: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ.№12
ტელეფონი: 890 554437
მობ: 899 554437

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს 2007 წლის მარტის თვიდან. იგი აერთიანებს კულტურის სფეროს შემდეგ დაწესებულებებს: გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ტრიფონ ხუხუას სახელობის სარაიონო კულტურის სახლი, საჯარო ბიბლიოთეკა, დიდი ჭყონის კულტურის სახლი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა განახორციელა არაერთი წარმატებული , რომელმაც მოსახლეობის მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამოცემულ იქნა ჟურნალ „სათანოს“ საიუბილეო ნომერი. დაფუძნებულ იქნა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ქუქითი“.პერიოდულად ტარდება ექსპედიციები მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში  (ნახუნაო, ვედიდკარი, ხუნწი) და სხვა. სრულად განახლდა და დეკორატიულად მოეწყო მუზეუმის შიდა ეზო, რომელიც ტრადიციულად მარტვილის მუნიციპალიტეტის  სტუმრების მიღების არაჩვეულებრივ ადგილად იქცა.  ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმის კაპიტალური რემონტი.
საკმაოდ წარმატებულად განაგრძობს მუშაობას საჯარო ბიბლიოთეკის (მენეჯერი მანანა ჯანაშია) ცენტრალური ბავშვა და სოფლის სექციები. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი ამავე დროს საინტერესო შეხვედრებისა და პეზენტაციების ადგილი არის. ბიბლიოთეკის ბავშვთა სექციის პერსონალი დიდი მონდომებით ხვდება და ეხმარება პატარებს პირველი წიგნების შერჩევაში. აქ სწავლობენ ბავშვები წიგნთან მუშაობას ადგილზე და გატანილი წიგნის დროულად დაბრუნების კულტურას. ეწყობა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები. დაგეგმილია წიგნადი ფონდის განახლება, შეხვედრები მწერლებთან და ახალი წიგნების პრეზენტაციები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაერთიანებულია სარაიონო კულტურის სახლი. კულტურის სახლი გაიხსნა 1961 წელს, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები „კოლხიდა“ (ქორეოგრაფები: პაატა ბართია, ზაზა სულავა) და „იმედი“ (ქორეოგრაფები: ანზორ ხელაია, დავით წივწივაძე), მომრერალტა სახალხო ანსამბლი „ჭყონდიდი“ (ხელმძღვანელი: ზაურ ხუხუა), საესტრადო მუსიკის განყოფილება თეონა წივწივაძის ხელმძღვანელობით.
მარტვილის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლელი მონაწილეობას ღებულობენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ გამართულ ფესტივალებში, სადაც აღწევენ დიდ წარმატებებს.